ლადო კახაძე – „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩემი ასოცირება, პირადი შეურაცხყოფაა

პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრი, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ლადო კახაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისი ასოცირება, პირადი შეურაცხყოფის ტოლფასია.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, მან განაცხადა, რომ საზოგადოებას კარგი მეხსიერება აქვს და ის არასდროს დაუშვებს იმას, რომ ხელისუფლებაში კვლავაც ის ძალა მოვიდეს, რომელმაც ამდენი შეცდომა დაუშვა.
„ჩემი ასოცირება იმ ძალასთან, რომელიც ახსენეთ, ჩემთვის შეურაცხყოფაა, თუმცაღა ეს პოლიტიკაა – ადამიანების შესაძლებლობების გამოცდა. ხერხებს და მეთოდებს იქ ძალიან კარგად ხმარობენ – როდესაც არის მოწინააღმდეგე, რომელიც მათ ველზე ეცილებათ, სურთ, რომ მას ყველანაირი იარლიყი მიაწერონ. ეს 100 პროცენტით იმიჯის გაფუჭებას ემსახურება. დღეს ეს ორივე მოწინააღმდეგე მხარეს აწყობს. ერთს, ხელს აძლევს, იმიტომ, რომ მასთან ერთად ჩაიძიროს, მეორეს კი იმიტომ, რომ ასეთი შელახული კაცის გალახვა ყოველთვის შეიძლება.
ჩვენ ეს ვიცით, ამაზე პასუხიც არ გაგვიცია, ეს იმას ნიშნავს, რომ თავის მართლების რეჟიმში თავი ჩაიქნიო. მოსახლემ კარგად უნდა იცოდეს, რომ თავს არაფერი ავიწყდება. თუ კანონმდებლობიდან ნორმატიული აქტების თანამიმდევრობას მივხვდებით, რომ ყოველი მომდევნო პუნქტი, წინამორბედზე ძლიერია. ეს არასდროს დაავიწყდება ჩვენს მოსახლეს და იმის რეანიმირება, რომ ის ძალა ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში, ამას ჩვენი მოსახლე არ დაუშვებს“, – განაცხადა კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები