გიგლა ბარამიძე – საწყენია, რომ გუშინ, დამოუკიდებლობის დღეს, მერაბ კოსტავა არავის გაახსენდა

“დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, საწყენია ის ფაქტი, რომ გუშინ, დამოუკიდებლობის დღეს, არავის გაახსენდა ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს გმირი, მერაბ კოსტავა, ადამიანი, რომელსაც ამ პროცესებში ლომის წვლილი მიუძღოდა.
„საწყენია, რომ იმ დროშის ფონზე, რომელიც გუშინ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ფრიალებდა, არც პრეზიდენტს და არცერთ ჩინოსანს აზრად არ მოსვლიათ, რომ ეხსენებინათ ის ადამიანი, რომლის დაბადების დღეც გუშინ იყო და ეს მერაბ კოსტავაა. მან თანამებრძოლებთან და ჩვენს წინაპრებთან ერთად, მან ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დღე დამდგარიყო. ვინც იქ, იმ ამაღლებულ ადგილზე იდგა, ყველას იმის მეათედიც კი არ გაუკეთებია, რაც თავად ბატონმა კოსტავამ გააკეთა ქვეყნისთვის. გულსატკენია, რომ ყველაფერზე ილაპარაკეს, გარდა ძირითადისა“,- განაცხადა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები