სპორტის ახალ სასახლეში ხვალ პაატა ბურჭულაძის პარტიის პირველი ყრილობა გაიმართება

პაატა ბურჭულაძის გუნდის წევრის და თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლადო კახაძის ინფორმაციით, ხვალ სპორტის ახალ სასახლეში, ბურჭულაძის ახალი პარტიის “მოძრაობას სახელმწიფო – ხალხისთვის” ყრილობა გაიმართება.
რეგისტრაცია ღონისძიებაზე დასასწრებად პირველ საათზე დაიწყება და მას, თბილისელების გარდა, რეგიონებიდან ჩამოსული მხარდამჭერებიც დაესწრებიან, ისევე როგორც სხვადასხვა პოლიტიკური პარტნიორები.
შეკითხვაზე, იქნება თუ არა ყრილობაზე გაჟღერებული პარტიის საარჩევნო სია, მან განაცხადა, რომ ხვალიდნელ ღონისძიებაზე ეს არ მოხდება. იქნება მხოლოდ წარდგენა და პარტიის ლიდერი, პაატარა ბურჭულაძე საზოაგადოებას სიტყვით მიმართავს. როდის გახდება ცნობილი, თუ როგორ არის დაკომპლექტებული პარტიის სარჩევნო სია, ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები