დავით ბაქრაძე: ეს 25 წელი არის საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების წელი

„ეს 25 წელი არის საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების წელი, დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისა და ჩვენი სუვერენული არჩევანის განმტკიცების დღე“,- ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრება.
ამასთან, ბაქრაძემ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რუსთაველზე სამინისტროს მიერ წარმოდგენილ სიმბოლურ დერეფანზე ისაუბრა, რომელიც, მინისტრის თქმით, იმ გზას ასახავს, რომელიც საქართველომ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად გაიარა.
„ეს არის ჩვენი ევროპული გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ სწორედ ევროპულ სახელმწიფოებთან ერთად, მათი დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ჩვენ მეტი შესაძლებლობები გვაქვს ამ გზაზე და სწორედ ამას ეხება ჩვენი დერეფანი, რომელიც სწორედ ამ გზას ასახავს.
ჩვენ ასევე ვიზალიბერალიზაცია, როგორც ყველაზე მაღალი ინტერესის მქონე საკითხი, გამოვყავით და კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, თუ რას უკავშირდება ვიზალიბერალიზაცია, ერთი მხრივ, რა შესაძლებლობებს ქმნის და, მეორე მხრივ, რა უნდა გვახსოვდეს, რომ თამამად, თავისუფლად უზრუნველვყოთ მისი რეალიზება ჩვენს ცხოვრებაში.
ძალიან მაღალია ინტერესი და განსაკუთრებით მაღალია ინტერესი ახალგაზრდა თაობის მხრიდან, რასაც ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით“,- განაცხადა ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები