მამუკა არეშიძე: “ნაციონალები” ყოფილ ძალოვნებს აგროვებენ და 2000 ლარამდე ხელფასს დაჰპირდნენ

ექსპერტი მამუკა არეშიძე სამგრელოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არეულობის შესაქმნელად ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს აგროვებს და მათ ხელფასის სახით წლის ბოლომდე 2000 ლარამდე თანხას ჰპირდება.
„იქნება თუ არა ასეთი ტიპის ჯგუფები მომავალში? რა თქმა უნდა, იქნება. მე ვიცი, როგორ დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავიდან იმ ადამიანების შეგროვება, რომლებიც სხვადასხვა დროს ძალოვან სტრუქტურებში მსახურობდნენ. ეს იყო სამხედრო სპეცრაზმში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმებში. აი ამ ტიპის ხალხს აგროვებენ დღეს და ისიც ვიცი, რომ წლის ბოლომდე 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობის ხელფასს დაჰპირდნენ. მათ უკვე მოსთხოვეს ფოტოები და პირადობის მოწმობები. ეს პროცესი გაგრძელდება“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები