მამუკა არეშიძე კორცხელის ინციდენტზე – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც მოახერხა პროვოკაციის მოწყობა

ექსპერტი მამუკა არეშიძე სამეგრელოში, კერძოდ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რომელიც მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა. მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროვოკაციის მოწყობა მაინც მოახერხა.
ექსპერტმა მოუწოდა ხელისუფლებას, მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს და აღარ წამოეგოს პროვოკაციას.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაინც მოახერხა ამ ადამიანების პროვოკაციაზე წამოგება. აქედან გამომდინარე, ესენი უარყოფით ძალად გამოჩნდნენ. ცუდი ამბავი მოხდა იმიტომ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, პროვოკაციაზე არ უნდა წამოეგო და ეს პოლიტიკური ცხოვრების ცნობილი ფორმულაა. ოპოზიცია ახლა ამაზე ააგებს ყველაფერს, რომ არიქა, დავსაჯოთ ესენიო, ეს კი გამოიწვევს მწვავე რეაქციას, იმიტომ, რომ სულ მცირე, ამ ჯგუფის წევრებიდან რამდენიმე თავად არის მძიმედ ნაცემი, სხვადასხვა აქციის დროს, მაგალითისთვის – გეგეშიძე.
„ნაციონალური მოძრაობა“ გააკეთებს ყველაფერს, რომ მოხდეს დაპირისპირება „ქართულ ოცნებასა“ და მის მხარდაჭერებს შორის უკვე შიგნით. ფრთხილი პოლიტიკა მართებს ხელისუფლებას“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები