„მივესალმები შსს-ს გადაწყვეტილებას, რომელიც ბლოკსაგუშაგოების წინ გადაწევას გულისხმობს“

ექსპერტი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ თავის სასარგებლოდ უნდა გამოიყენოს ის ფაქტი, რომ ე.წ. საზღვარზე ზოგიერთი ბლოკსაგუშაგო გადმოწეულია და ამით იქ მცხოვრები ადამიანების დაცულობა კიდევ უფრო გაზარდოს.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, არეშიძემ ისიც განაცხადა, რომ ის მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც პირობით საზღვარზე ბლოკსაგუშაგოების წინ გადაწევას ეხება.
„მთავარი შეშფოთება საზოგადოებაში დაუცველობის მომენტია, კითხვებიც სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩნდება, განსაკუთრებით კი პირობითი საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების, ანუ როგორ უნდა დაგვიცვან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მონიტორინგი რომ ჩაატაროთ. ჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ბლოკსაგუშაგოები გადმოწეულია. მე მივესალმები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომელიც პირობით საზღვართან ბლოკსაგუშაგოების წინ გადაწევას გულისხმობს. შეიძლება ცინიკურად ჟღერს, მაგრამ ეს ფაქტი საქართველოს მხარემ იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ პირობითი საზღვრის გასწვრივ მცხოვრები ადამიანების დაცულობა კიდევ უფრო გაზარდოს, ანუ ბლოკსაგუშაგოები გადაიტანოს წინ და შსს თანამშრომლების რაოდენობაც გაზარდოს“,- განაცხადა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები