გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო ევროატლანტიკურ ბილიკს მიჰყვება მოთმინებითა და მოლოდინებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცახდებით, საქართველო ევროატლანტიკურ ბილიკს მიჰყვება მოთმინებითა და მოლოდინებით. როგორც კვირიკაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დისკუსიისას განაცხადა, რამდენიმე მიზეზი არსებობს, რის გამოც საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს.
„ნატომ დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას. კიდევ ერთი მიზეზი არის ნატოს გადაწყვეტილება ადამიანების უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის შესახებ. საქართველო ახორციელებს რეფორმებს, საქართველო იცვლება. ჩვენ აღარ მივიჩნევთ თავს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკად. ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ. არ ვართ სრულყოფილი, მაგრამ ჩვენი პოზიცია ნატოში გაწევრიანების შესახებ მტკიცეა. ჩვენი ქვეყანა ერთიანად იღწვის ამ მიზნისკენ. ჩვენ გვჯერა, რომ აქ იქნება ღია კარი საქართველოსთვის. ჩვენ უნდა მივიდეთ ამ მიზნამდე და ამაში დაგვეხმარება ერთგულება“, – განაცხადა პრემიერ-მინსიტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები