საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთის თავდაცვის მინისტრს ჰანეს ჰანსოს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და რეგიონული გამოწვევები.
ესტონეთი განაგრძობს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას. ჰანეს ჰანსომ ხაზი გაუსვა ქართული კონტიგენტის მიერ საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის ეგიდით გამართულ სამშვიდობო ოპერაციებში.

განსაკუთრებული აქცენტი მოახლოებულ ნატოს ვარშავის სამიტზე გაკეთდა და თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ესტონეთის პოზიტიური განწყობა საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები