საქართველოს პრეზიდენტი ყატარის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

საქართველო – ყატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების გამყარება და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს დღეს გიორგი მარგველაშვილმა და ყატარის თავდაცვის მინისტრმა ხალიდ ბინ მოჰამად ალ ატიამ ორმხრივ შეხვედრაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, განსახილველ საკითხებს შორის იყო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართული კონტიგენტების მონაწილეობა და როლი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალები ასრულებს მსოფლიო მშვიდობის დამყარებაში.
მხარეები მიესალმნენ საქართველოში ყატარის საელჩოს გახსნას და ურთიერთობების გაღრმავების პოზიტიურ დინამიკას.
შეხვედრას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ესწრებოდნენ.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები