მაიკლ კარპენტერი: საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის

ნატოში საქართველოს გაწევრიანებას ალიანსის ყველა სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა საქართველოს აქვს ყველა მექანიზმი ინტეგრაციის საბოლოო შედეგის მისაღწევად, რუსეთი კი ამ პროცესში ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ მაიკლ კარპენტერმა „მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იგი ნატოს ვარშავის სამიტის მოლოდინზე და საქართველო-ამერიკის  ურთიერთობაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის გაღრმავებაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის კუთხით იგეგმება.

„საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის. აქვს წლიური ეროვნული გეგმა, თავდაცვითი სისტემის მშენებლობის პროგრამა, არსებითი პაკეტი და ეს ყველაფერი გრძელდება. ამბობთ, რომ ვარშავის სამიტიდან წევრობის, ან მაპის მოლოდინი არ არის. ასეთი გადაწყვეტილებები კონსესუსით მიიღწევა, რაც ნიშნავს, რომ 28 წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებებია, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ საქართველო ამ გზას გააგრძელებს და კიდევ უფრო ახლოს მივა ნატოს სტანდარტებთან“, – განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

შეკითხვაზე, საქართველოს წინსვლის შემთხვევაში რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მოსკოვის გავლენა და ჩარევა, კარპენტერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია თავიდანვე ნათელი იყო, რომ ვერ აიტანდა ვერანაირ ჩარევას რუსეთის მხრიდან.

„ჩვენ ნათელი პოზიცია გვქონდა ჯერ კიდევ ობამა-ბაიდენის მმართველობის დსაწყისიდან, რომ ჩვენ ვერ ავიტანდით ვერანაირ ჩარევას რუსეთის მხრიდან. ეს იქნება მონტენეგრო, საქართველო თუ უკრაინა. სამწუხაროდ, ჩვენ დავინახეთ რუსეთის პოზიცია, რომ ეს ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს. რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება, საკუთარი აზრი გამოთქვან, თუმცა, მათ არ ჰქონდათ უფლება, ჩარეულიყვნენ მონტენეგროელი ხალხის არჩევანში. მონტენეგროს მაგალითი ადასტურებს, რომ ნატოს კარი ღიაა და ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი არა მარტო რუსეთისთვის, არამედ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მიისწრაფიან ნატოსკენ“,-განაცხადა თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები