პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი დღესაც არ განიხილა

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი არც დღეს განიხილა. პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საკანონმდებლო ორგანოს გასულ კვირასაც უნდა ემსჯელა, თუმცა საკითხის განხილვა ვერც მაშინ მოესწრო.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასამტკიცებლად დეპუტატთა 76 ხმა არის საჭირო. პრეზიდენტის მიერ უზანაესი სასამართლოს წევრებად წარდგენლინი არიან: ანა დოლიძე, თამარ ლალიაშვილი და ნონა თოდუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები