გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი შენიშვნები გააცნეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტს კანონთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
„საქართველოს პრეზიდენტის მიდგომა უფრო ფართოა და სახელმწიფოებრივი, ვიდრე მხოლოდ ვეტოს დაძლევა – არდაძლევის ან გასაჩივრება – არგასაჩივრების საკითხი. პრეზიდენტი ფიქრობს იმაზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს სისტემა“, – განაცხადა ექსპერტმა ლევან ალაფიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები