ბათუ ქუთელია: უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთიანი სამთავრობო კოორდინირებული მოქმედების გეგმა უნდა შემუშავდეს

უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთიანი სამთავრობო გეგმა უნდა შემუშავდეს, რომ ისეთი ინციდენტები, როგორიც იყო ხურჩაში, არ განმეორდეს. ამის შესახებ საქართველოს ატლანტიკური საბჭოს წევრმა ბათუ ქუთელიამ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ ასევე უნდა შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ უნდა გასამართლდნენ დამნაშავეები.
„უშიშროების საბჭოს სხდომაზე უნდა შემუშავდეს ერთიანი სამთავრობო კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც საფუძვლად უნდა დაედოს შემაკავებელი ფაქტორები, რომ სამომავლოდ ასეთი ინციდენტები არ განმეორდეს. ასევე უნდა შემუშავდეს გეგმა, თუ როგორ უნდა მივიდნენ დამნაშავეები სასამართლომდე, რათა პასუხი აგონ იმ ქმედებაზე, რაც ჩაიდინეს. ამასთან, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშავოს ახალი სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე და ამაში მაქსიმალურად უნდა ჩართონ საერთაშორისო პარტნიორები. ეს ყველაფერი ერთიანი სახელმწიფო სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს “, – განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
მისივე თქმით, ასეთი უსაფრთხოების ვაკუუმის არსებობის შემთხვევაში, უშიშროების საბჭოს ფუნქცია სწრაფი და ეფექტური რეაგირებაა.
„სწრაფმა რეაგირებამ შესაძლოა, თავიდან აგვაცილოს უფრო რთული პრობლემები. თუკი არ შემუშავდება სწორი პოლიტიკა, ასეთი პრობლემები შესაძლოა, სახელმწიფოსთვის დიდ პრობლემად გადაიქცეს“, – განაცხადა ქუთელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები