ნუკრი ქანთარია ოთხოზორიას მკვლელობაზე: იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს

იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს და სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა.
ქანთარიას თქმით, ეს არის ნამდვილი ტრაგედია, როდესაც ახალგაზრდა კაცი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაცხრილეს.
„როდესაც ვნახე კადრები, იქ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად გავხსნიდი საპასუხო ცეცხლს, ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი და დედამიწაზე ვერავინ გამატყუნებდა. ამიტომ ახლა მინდა გარკვევით ვუთხრა იმ უჯიშოებს – წელიწადის ნებისმიერ დროს, დღისით თუ ღამით, ხმელეთზე თუ ჰაერში, დედამიწის ყველა კუნჭულზე, უნდა ელოდნენ განაჩენს. ეს არ არის აფხაზების გაკეთებული, აფხაზი კაცი ამას არ იკადრებდა, რაც მათ გააკეთეს. ამ ახალგაზრდა ბიჭის სამძიმარს ვერც ვამბობ, იმდენად მიჭირს, სანამ ეს მკვლელები თავისუფლებაზე არიან. მე დარწმუნებული ვარ, მათ ეს არ შერჩებათ, მოკლეს ახალგაზრდა კაცი, მაგრამ ვერ მოკლეს ამ კაცის გული“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები