კურტანიძე -„ნაციონალებს“: თქვენ საერთოდ არ უნდა ყოფილიყავით პარლამენტში, იმდენი სისხლი დაღვარეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე სამართალდამცველებს კორცხელის ინციდენტზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, მათ შორის, გიგა ბოკერიასა და ნიკა მელიას დაკითხვისკენ მოუწოდებს.
როგორც კურტანიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სპორტსმენები სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციას წამოეგნენ.
„როდესაც 26 მაისს ვახსენებთ, პირველი დღიდან მოვუწოდებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხალხისგან, რომელზეც იძალადეს, შენდობა ეთხოვათ, თითოეულ რეპრესირებულ ადამიანთან მისულიყვნენ და შეიძლება, ის პატიება მიეღოთ, რომელსაც დღესაც ელოდება სრულიად საქართველო. 26 მაისს თქვენ დახოცეთ ადამიანები, იძალადეთ, შეურაცხყოფა მიაყენეთ… დღესაც ფეხზე არ წამოდექით გარდაცვლილი ადამიანების საპატივსაცემოდ. ხერხეულიძემ თქვა, რომ ის მიდის პარლამენტიდან. ძალიან კარგი, თქვენ საერთოდ არ უნდა ყოფილიყავით პარლამენტში, იმდენი სისხლი დაღვარეთ. ის ძალადობა, რომელიც დღეს ინერციით მიმდინარეობს, თქვენი დაბადებულია. თქვენ მოიტანეთ ეს შუღლი და გააჩინეთ ის უფსკრული, რომელიც თქვენსა და ჩვენს შორის არის და კიდევ არ აღიარებთ დანაშაულს“, – განაცხადა პარლამენტარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები