გიორგი მარგველაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხურჩაში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში უშიშროების საბჭოს სხდომას მოიწვევს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“უახლოეს მომავალში გაიმართება უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ხურჩაში მომხდარი შემთხვევა იქნება”, – განაცხადა მიშველაძემ.
19 მაისს, სოფელ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიასა და ე.წ. მესაზღვრეეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთმა “მესაზღვრემ” რაშიდ კანჯიოღლიმ, გიგა ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები