„რუსეთი ყირიმში ეთნიკური წმენდისთვის ძალას აუცილებლად გამოიყენებს“
რუსეთი ყირიმში ეთნიკური წმენდისთვის ძალას აუცილებლად გამოიყენებს ,- ამის შესახებ გაეროს განიარაღების კომისიის ყოფილმა წარმომადგენელმა და საქართველოს ექსპრეზიდენტის ბიძამ თემურ ალასანიამ “რადიო თავისუფლების” ეთერში განაცხადა.
“ერთი შემიძლია ზუსტად ვთქვა – რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ძალას ყირიმში და იცით, რა კონტექსტში?! _ ეთნიკური წმენდის კონტექსტში ყირიმელი თათრებისა და უკრაინელების მიმართ. ვისურვებდი, მეთქვა, მინდა მჯეროდეს, რომ ასე არ მოხდება, ასეთი პრეცედენტი არ არსებობს, მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობს და ეს პრეცედენტი შექმნა რუსეთმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, – განაცხადა თემურ ალასანიამ.