პარლამენტში დაპირისპირება მოხდა – ვიდეო
პრლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, 2011 წლის 26 მაისს დაღუპულთა ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ.
პაპუაშვილის თხოვნა მხოლოდ უმრავლესობის წევრებმა გაიზიარეს, რამაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია.
“არაკაცებო“ – მიმართა ზურაბ ზვიადაურმა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს. ზვიადაურის აღნიშნულ მიმართვას “ნაციონალი“ დეპუტატის, ტარიელ ლონდარიძის გაღიზიანება მოჰყვა. თანაგუნდელებმა ზვიადაური სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს. “ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კი თანაგუნდელ ტარიელ ლონდარიძის დამშვიდება სცადეს.