სავჩენკო თავისუფალია – ის პოროშენკოს თვითმფრინავით უკრაინაში გაფრინდა
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, უკრაინელი პილოტი ნადეჟდა სავჩენკო უკვე პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავშია, რომლითაც ის კიევში გადაფრინდება. პოროშენკოს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ადგილობრივი დროით 15:00 საათზე უკრაინის პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს. ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში დაკავებულ ორ რუს სამხედროში – ალესანდრე ალექსანდროვში და ევგენი ეროფეევში გაცვალეს. გაცვლა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის აეროპორტში შედგა.
თვითმფრინავი, რომელშიც სავჩენკო იმყოფება, კიევის აეროპორტში ადგილობრივი დროით 14.45-ზე უნდა დაფრინდეს.