ტრამპის წინააღმდეგ აქცია შეტაკებებში გადაიზარდა
აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული აქცია პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
შტატის მთავარ ქალაქ ალბუკერკეში გამართულ აქციაზე, სადაც ტრამპი სიტყვით გამოდიოდა, დემონსტრანტებმა პოლიციას ბოთლები და ქვები დაუშინეს, ასევე პოლიციელებს ცეცხლმოკიდებული ნივთები ესროლეს.
სამართალდამცველებმა საპასუხოდ, ცრემლსადენი გაზი და ხმაურის ხელყუმბარები გამოიყენეს. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ნიუ-მექსიკოში მექსიკიდან ჩასული ბევრი ადამიანი ცხოვრობს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს, რათა მიგრანტების უკანონო შემოსვლას ხელი შეუშალოს.