პრემიერი სამართალდამცავებს წიკლაურის ცემის ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო უმცირესობის წევრის ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მან ეს ინფორმაცია მედიის საშუალებით შეიტყო. პრემიერის თქმით, მან საგამოძიებო უწყებას ფაქტის გამოძიება უკვე დაავალა.
„საქმეების გამოუძიებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა და ასე წინასწარ, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილების დასკვნის გამოტანა სწორი არ იქნება. მე ინფორმაცია ამ დილით მოვისმინე. ეს, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია. უკვე მოვუწოდე შესაბამის უწყებას, რომ ეს საქმე დროულად გამოიძიონ “, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.