პოროშენკო ნადეჟდა სავჩენკოს ჩამოსაყვანად დონის როსტოვში გაფრინდა
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თვითმფრინავი რამდენიმე საათში რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში დაფრინდება, სადაც უკრაინელი პილოტის, ნადეჟდა სავჩენკოს და უკრაინაში გასამართლებული ორი რუსი სამხედროს, ევგენი ეროფეევის და ალექსანდრე ალექსანდროვის გაცვლა უნდა მოხდეს. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
სააგენტო ცნობით, ნადეჟდა სავჩენკო უკვე მიიყვანეს დონის როსტოვის აეროპორტში, სადაც პეტრო პოროშენკო ჩაფრინდება. გაცვლა სწორედ აეროპორტში მოხდება. სააგენტო “როიტერი“ იუწყება, რომ უკრაინაში დაკავებული ორი რუსი სამხედრო – ალექსანდროვი და ეროფეევი პეტრო პოროშენკომ უკვე შეიწყალა და ნადეჟდა სავჩენკოში მათ გაცვლას არაფერი უშლის.