ჯონი დეპმა ავსტრალიის ვიცე-პრემიერი პომიდორს შეადარა

ავსტრალიის ვიცე-პრემიერ ბარნაბი ჯოისსა და ცნობილ ამერიკელ მსახიობს, ჯონი დეპს შორის დაპირისპირება მოხდა. ჯონი დეპმა ბარნაბი ჯოისს ინბრიდინგის შედეგად გამოყვანილი პომიდორი უწოდა.
ჯოისსა და დეპს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ვიცე-პრემიერი დეპის ძაღლების მოკვლის ინიციატივით გამოვიდა. სკანდალი გასული წლის მაისში დეპის მეუღლის ქმედებას მოჰყვა, რომელმაც ავსტრალიაში იორკშირის ორი ტერიერი ჩაიყვანა.
ემბერ ჰერდმა ავსტრალიაში ძაღლები კანონის დარღვევით კერძო თვითმფრინავით ჩაიყვანა. მან ძაღლები 2-კვირიან კარანტინში არ გააჩერა, როგორც ამას ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს.
„თუ ჩვენ კინოვარსკვლავს, თუნდაც მსოფლიოში ორჯერ ყველაზე სექსუალურ მამაკაცად აღიარებულ ჯონი დეპს ავსტრალიაში ცხოველებით ჩასვლის უფლებას მივცემთ, მაშინ სხვებსაც მივცეთ კანონის დარღვევის უფლება“, – განაცხადა ბარნაბი ჯოისმა.
თავის მხრივ, ჯონი დეპმა ავსტრალიელ მინისტრს, ჯიმი კიმელის ტოქშოუში ტომატი უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები