გიორგი აბაშიშვილი და თენგიზ ფხალაძე პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის კანცელარიის სახელმწიფო მდივანს, პრეზიდენტის კაბინეტის უფროსს ადამ კვიატკოვსკის შეხვდნენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს, ნატოს ვარშავის სამიტისათვის მზადებისა და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის მხარდაჭერის საკითხები.
გიორგი აბაშიშვილმა და თენგიზ ფხალაძემ კოლეგასთან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს და ურთიერთობის გაღრმავებისათვის მზადყოფნა გამოთქვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები