ერდოღანმა ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯე თაიფ ერდოღანმა ევროკავშირს ულტიმატუმი წაუყენა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ იუწყება. კერძოდ, თურქეთის ლიდერი ბრიუსელს ლტოლვილებზე მიმდინარე მოლაპარაკების შეჩერებით ემუქრება. ერდოღანმა განაცხადა, რომ ევროკავშირისგან, პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლის საკითხზე მოლაპარაკებაში პროგრესს ელოდება, ასევე მან განაცხადა, რომ დევნილებისთვის ევროკავშირის შეპირებული ფინანსური დახმარება ანკარას ჯერ კიდევ არ მიუღია. თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას ბრიუსელი მთელი რიგი პირობების შესრულებას უკავშირებს. მათ შორის ერთ-ერთი ანტიტერორისტული კანონმდებლობის ლიბერალიზაციაა, რასაც თურქეთის ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება.