ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთს 11,5 მილიარდის ტრანშს გამოუყოფენ
ევროზონის ფინანსთა მინისტრები საბერძნეთისთვის 11,5 მილიარდი დოლარის დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე მათ მიიღეს ორი წლის განმავლობაში ათენისთვის საგარეო ვალის ეტაპობრივი შემცირების გადაწყვეტილება. ევროჯგუფის ხელმძღვანელმა ერუნ დეისელმბლუმმა ამ შეთახხმებას „დიდი გარღვევა“ უწოდა. რამდენიმე დღის წინ საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიის დამატებითი ზომები დაამტკიცა, რომელიც ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ათენმა მორიგი ტრანშის მიღება შეძლო.