რუსეთი სირიაში სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

რუსეთის თავდაცის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა უარყო ინფორმაცია სირიაში რუსეთის სამხედრო ბაზის განადგურების შესახებ. ამის თაობაზე „ბი-ბი-სი“ იუწყება.
მან ამ ინფორმაციას „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრცელებული პროპაგანდისტული ჭორები უწოდა.
კონაშენკოვი აცხადებს, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ყველა საბრძოლო ვერტმფრენი სირიაში გეგმურ ამოცანებს ასრულებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დამწვარი ტექნიკა სირიის სამთავრობო ძალებსა და „ბოევიკებს“ შორის მომხდარი შეტაკებების შემდეგ დარჩა და ეს „რამდენიმე თვის წინ მოხდა“.
შეგახსენებთ, ამერიკული კომპანია Stratfor-ის ექსპერტებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ ქალაქ ტიასის სიახლოვეს არსებული რუსული ავიაბაზა სარაკეტო დარტყმის შედეგად გაანადგურეს. მასზე შეტევა „ისლამურმა სახელმწიფომ“ განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები