ეგვიპტის ხელისუფლება EgyptAir-ის ჩამოვარდნის მთავარ მიზეზად ტერორისტულ აქტს განიხილავს

ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხმელთაშუა ზღვაში 19 მაისს ავიაკომპანია EgyptAir“ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მთავარ მიზეზად ტერორისტული აქტი განიხილება. ეს დასკვნა ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ინციდენტის ყველა გარემოების შესწავლის შემდეგ გამოიტანა. ერთ-ერთი მთავარი გარემოება, რომელიც ტერაქტზე მიუთითებს, ის არის, რომ თვითმფრიანავიდან განგაშის შეტყობინება არ გაგზავნილა.
ასევე ცნობილია, რომ ავიალაინერი პრაქტიკულად ვერტიკალურად ეცემოდა. დაცემის წინ კი A-320-მა მოულოდნელი მანევრი განახორციელა და 360 გრადუსით შემობრუნდა. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თუ თვითმფრინავში ტექნიკური პრობლემები ფიქსირდება, ის ასეთი ტრაექტორიით არ ეცემა, ხოლო რადიოკავშირი არ წყდება. თვითმფრინავის დაცემის ზუსტი ადგილი კვლავ არ არის დადგენილი. ბოლო მონაცემებით, მაშველებმა მხოლოდ რამდენიმე ნამსხვრევი აღმოაჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები