ავღანეთში „ბოევიკები“ ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებენ

ავღანეთში, ქუნდუზის პროვინციაში, „ბოევიკები“ ფართომასშტაბიან შეტევას ამზადებენ. ამის შესახებ პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ბოევიკების“ რაოდენობა 4 ათასს შეადგენს. როგორც ასადულა ომარზეილმა აღნიშნა, შეტევას „თალიბანის“ და „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლები გეგმავენ. მათ შორის ბევრი პაკისტანელი, ჩეჩენი და შუა აზიის რესპუბლიკების მკვიდრია.
ცნობისთვის, აპრილში მოძრაობა „თალიბანმა“ გაზაფხულის შეტევის დაწყების შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ ავღანეთში რამდენიმე სისხლიანი ტერაქტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები