თურქეთის პრეზიდენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. მას ბინალი ილდირიმი უხელმძღვანელებს.
მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის შესახებ ცნობილი გახდა ერდოღანსა და ოლდირიმს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.
ბინალი ილდირიმის მიერ ფორმირებული მინისტრთა კაბინეტის პირველი სხდომა 25 მაისს გაიმართება. მას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დაესწრება.
ბინალი ილდირიმმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე აჰმედ დავუთოღლუ შეცვალა, რომელიც რეჯეფ თაიფ ერდოღანთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები