ტყიბულისა და ვანის რაიონებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა სახერხი საამქროს რეგლამენტის პირობების დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
კერძოდ, ტყიბულისა და ვანის რაიონებში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები აღმოაჩინეს. ტყიბულის რაიონის სოფელ ჯვარისაში და ვანის რაიონის სოფელ უხუთში კი, მოქმედი სახერხი საამქროების ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე ნახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები