საბერძნეთში ბანაკიდან ლტოლვილების გამოსახლება დაიწყო

საბერძნეთის ხელისუფლებამ ბანაკიდან ლტოლვილების გამოსახლების ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ „ბი-ბის-სი“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, მაკედონიის საზღვართან მდებარე ბანაკთან პოლიციის მანქანები და ავტობუსები მივიდნენ. ეს ხალხი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ბანაკებში უნდა წაიყვანონ. იდომენის ბანაკში 8 500 მიგრანტი ცხოვრობს. ისინი სპეციალურ ბანაკლებში უნდა გადაიყვანონ.
ბანაკიდან გამოსახლების ოპერაცია რამდენიმე დღეს გაგრძელდება. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თებერვალში ასობით მიგრანტი მაკედონიის საზღვარზე გადასვლას ძალის გამოყენებით შეეცადა. მათ მაკედონიის საზღვარი შტურმით აიღეს, თუმცა ორი კვირის შემდეგ მიგრანტები ისევ საბერძნეთში დააბრუნეს. მარტის დასაწყისში მაკედონიის ხელისუფლებამ არალეგალური მიგრანტებისთვის საზღვარი დახურა და თავშესაფრის მიღებაზე განაცხადების შევსების პროცესი შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები