მერკელი – თურქეთი 1 ივლისიდან უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს

თურქეთი შენგენის ზონის ქვეყნებში 1-ლი ივლისიდან უვიზო მიმოსვლას ვერ მიიღებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მერკელმა ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ანგელა მერკელმა შეშფოთება გამოთქვა თურქეთში ადამიანის უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობის გამო.
გერმანიის კანცლერმა გააკრიტიკა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილება მისი წევრებისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეები შეთანხდნენ არალაგალური მიგრაციის პრუბლემის მოსაგვარებლად ერთობლივ ღონისძიებებზე. ევროკომისია თურქეთისგან ყველა, 72 პირობის შესრულებას ითხოვს სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, მანამდე კი ანკარასა და ბრიუსელს შორის კონსულტაციები გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები