ლიბიის სანაპირო დაცვამ 850 მიგრანტი დააკავა

ლიბიის სანაპირო დაცვამ ქვეყნის სანაპიროსთან 850-ზე მეტი უკანონო მიგრანტი დააკავა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვით ევროპაში გადასვლას ცდილობდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. მიგრანტებს შორის, რომლებიც გასაბერი ნავებით გადაადგილდებოდნენ, 69 ქალი და 11 ბავშვი იყო. მიმდინარე წელს აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში 30 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები