აზერბაიჯანის პრეზიდენტი – სომხეთიდან ბირთვული საფრთხე არსებობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხცადა, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურიდან ბირთვული საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ალიევმა სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ინფორმაციას გამოცემა „სეგოდნია“ ავრცელებს. „სომხეთმა მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები უნდა შეასრულოს. რეგიონისთვის მეწამორის ატომური ელექტროსადგური დიდ საფრთხეს წარმოადგენს. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომხეთი სადგურის ნარჩებენებს უკანონოდ იყენებს“, – განაცხადა ალიევმა.
ცნობისთვის, აპრილში, როდესაც მთიან ყარაბაღში ვითარება დაიძაბა, სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გრანტ ბაგრატიანმა განაცხადა, რომ ერევანს აქვს როგორც ბირთვული იარაღი, ასევე მისი წარმოების ტექნოლოგიები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები