პესკოვი – ნატო არის ინსტრუმენტი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა

ნატო არის ინსტრუმენტი, რომელიც შეიქმნა კონფრონტაციისთვის. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ნატო არის კონფრონტაციის პერიოდის პროდუქტი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც კონფრონტაციისთვის შეიქმნა. რამდენად შეუძლია კონფრონტაციისთვსის შექმნილ ინსტრუმენტს ევროპის უსაფრთხოებაში დადებითი როლის შესრულება, ძალზე საკამათო საკითხია. ნატოს გაფართოება და ჩვენი საზღვრის სიახლოვეს მისი გააქტიურება მოსკოვის შეშფოთებას იწვევს. სწორედ ამის გამო მოსკოვი იძულბულია, გარკვეული ნაბიჯები გადადგას თავისი უსფრთხოების დასაცავად“, – განუცხადა პუტინის პრესმდივანმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები