გერმანული ფარმაცევტული გიგანტი Bayer-ი ამერიკულ Monsanto-ს 62 მილიარდ დოლარად ყიდულობს

გერმანული ქიმიურ-ფარმაცევტული გიგანტი კომპანია Bayer 62 მილიარდ დოლარად ამერიკული კომპანიის Monsanto-ს ყიდვას გეგმავს. ამის შესახებ საუბარია გერმანული კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. კომპანია Monsanto მსოფლიოში ცნობილი გენმოდიფიცირებული პროდუქტების მწარმოებელია, რის გამოც მას ხშირად აკრიტიკებენ. კომპანია Bayer-ის საბაზრო ღირებულება 90 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ეს მსოფლიოში ქიმიური სასუქების და მავნებლებთან ბრძოლის სიდიდით მეორე მწარმოებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები