აშშ-მ ვიეტნამისთვის იარაღის ექსპორტზე აკრძალვები გააუქმა

აშშ-მ მთლიანად გააუქმა ვიეტნამისთვის იარაღის და სამხედრო მოწყობილობების გაყიდვაზე შეზღუდვა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ვიეტნამში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა. აკრძალვა 1984 წლიდან მოქმედებდა.
„ვიეტნამი მიესალმება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას, ჩვენი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს გაუქმების შესახებ. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ნორმალიზებულია“, – განაცხადა ვიეტნამის ლიდერმა ჩან დაი კუანგმა.
ექსპერტების განცხადებით, ვიეტნამს, პირველ რიგში, პატრულირებისთვის სამხედრო თვითმფრინავები სჭირდება. უკვე არსებული საბჭოთა წარმოების „სუ-22“-ის და „სუ-29“-ის ტიპის თვითმფრინავები გამოცვლას საჭიროებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები