ტაილანდში ხანძრის შედეგად 17 ბავშვი დაიღუპა

17 მოსწავლე გოგონა დაიღუპა ტაილანდის სკოლა-ინტერნატში ხანძრის შედეგად. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გარდა ამისა, ორი მოსწავლე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ხუთი მოსწავლე სერიოზულად დაშავდა. ხანძრის მიზეზები უცნობია. საერთაშორისო ორგანიზაციები ხშირად ადანაშაულებენ ტაილანდის ხელისუფლებას სახლების მშენებლობის დროს უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები