დიდ ბრიტანეთში თამბაქოს უკანასკნელი ფაბრიკა დაიხურა
დიდი ბრიტანეთში, ნოტინჰემის საგრაფოში, ქვეყანაში თამბაქოს უკანასკნელი ფაბრიკა დაიხურა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, კომპანია Imperial Tobacco, რომელსაც ქარხანა ეკუთვნოდა, სავარაუდოდ, აზიური და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების განვითარებაზე გაამახვილებს ყურადღებას. Imperial Tobacco-ს თავისი ქარხნები ეტაპობრივად სხვა ქვეყნებში გადააქვს, სადაც უფრო იაფი მუშახელია. ასე, მაგალითად, გერმანიასა და პოლონეთში ქარხნის გადატანა მის შემოსავალს 464 მილიონი დოლარით გაზრდის. სიგარეტის წარმოების პიკზე ქარხანა წელიწადში 52 მილიარდ სიგარეტს აწარმოებდა. თუმცა ბოლო დროს, დიდ ბრიტანეთში მისი მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა.