რუსეთში ორლიტრიანი ბოთლებით ლუდის გაყიდვა აიკრძალება

რუსეთში აიკრძალება 1,5 ლიტრზე მეტი მოცულობის პოლიეთილენის ბოთლებით ალკოჰოლის გაყიდვა. შესაბამისი დადგენილება რუსეთის ფედერაციის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ის ძალაში 2017 წლიდან უნდა შევიდეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. გარკვეული დროის შემდეგ რუსეთის მთავრობა პოლიეთილენის ბოთლებზე საბოლოოდ უარის თქმას აპირებს. კანონის დარღვევის შემთხვევაში საჯარიმო სანქციებია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები