ყაზახეთში საპროტესტო აქციების დროს ათობით ადამიანი დააკავეს

ყაზახეთში მიწის კანონმდებლობაში ცვლილებების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის ათობით აქტივისტი დააკავეს. დაკავებულია რამდენიმე ჟურნალისტიც. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
როგორც ჟურნალისტებს ყაზახეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ანდრეი კრავჩენკომ განუცხადა, დაკავებულია არასანქცირებულ აქციებში მონაწილე 40 პირი. მედიის თანამშრომლები კი მალევე გაათავისუფლეს. ყაზახეთის რამდენიმე ქალაქში – აკტობეში, ატურაუსა და სემიპალატინსკში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები