ბაღდადში 4 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაიჭრა

ბაღდადში საპროტესტო აქციის მონაწილეთა და პოლიციის ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 90-ზე მეტი დაიჭრა. ამის შესახებ გამოცემა businessinsider-ი იუწყება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერაყის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებმაც „მწვანე ზონის“ ტერიტორიაზე შეაღწიეს და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. ათასობით ადამიანი, რომელიც ერაყის მთავრობის უმოქმედობით უკმაყოფილოა, საპროტესტო აქციებს მართავს. მათში, ძირითადად, ერაყელ შიიტთა ლიდერის, მუხთად ას-სადრის მომხრეები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები