თურქეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, ბინალი ილდირიმი გახდება

ბინალი ილდირიმი, რომელიც ამჟამად ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის პოსტს იკავებს, სავარაუდოდ, თურქეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ყოფილი პრემიერი აჰმედ დავუთოღლუ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან არსებული უთანხმოების გამო გადადგა. ვიდრე ილდირიმი პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებს, თურქეთის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ თავმჯდომარედ უნდა დაამტკიცოს. პარტიის რიგგარეშე ყრილობა 22 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები