ბარაკ ობამა კონგრესს მოუწოდებს, „ზიკას“ ვირუსთან საბრძოლველად აუცილებელი თანხა გამოყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს მოუწოდა, დროზე მიიღოს კანონპროექტები, რომელთა დახმარებით „ზიკას“ ვირუსთან საბრძოლველად დამატებითი თანხები გამოიყოფა. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესს ვირუსთან საბრძოლველად 1,9 მილიარდი დოლარის გამოყოფას სთხოვს. ამასთანავე, კონგრესის ქვედა პალატა 622 მილიონი დოლარის გამოყოფას დათანხმდა, ხოლო სენატი – 1,1 მილიარდის. „მე „ზიკას“ გადამტანი კოღოების გზაზე კედელს ვერ ავაგებ. კოღოები საბაჟო კონტროლს არ გადიან“,- განაცხადა ობამამ, მან მოუწოდა კონგრესის წევრებს, ზაფხულის არდადაგებამდე ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები