ეგვიპტელმა სამხედროებმა ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილი ავიალაინერის ნამსხვრევების ფოტოები გამოაქვეყნეს

ეგვიპტელმა სამხედროებმა ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდნილი ავიალაინერის ნამსხვრევების ფოტოები გამოაქვეყნეს. ფოტოებზე აღბეჭდილია თვითმფრინავის ფიუზელაჟის ფრაგმენტები, ასევე სამაშველო ჟილეტი და სავარძლის ნაწილი.
EgyptAir-ის თვითმფრინავი ხმელთაშუა ზღვაში 19 მაისს ჩავარდა. ის პარიზიდან კაიროში მიფრინავდა. თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 66 ადამიანი, სავარაუდოდ, დაიღუპა. ავიალაინერის ჩამოვარდნის ძირითად ვერსიად ტერორისტული აქტი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები