ჯო ბაიდენი ალიევს და სარგსიანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სომხეთის პრეზიდენტს, სერჟ სარგსიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. მან ორი ქვეყნის ლიდერს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაცია იუწყება. საუბრის დროს აღინიშნა, რომ აუცილებელია ეუთოს მოქმედი მისიის გაფართოება და ამ ორგანიზაციის საგამოძიებო მექანიზმების დაფინანსება. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოლაპარაკების მომდევნო რაუნდი ივნისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები