ერაყის უშიშროების ძალებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

ერაყის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რომლებმაც „მწვანე ზონის“ ტერიტორიაზე შეაღწიეს და პრეზიდენტის რეზიდენციაში შეიჭრნენ. „როიტერის“ ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაიჭრა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გაუშვა.
ათასობით ადამიანი, რომელიც ერაყის მთავრობის უმოქმედობით უკმაყოფილოა, საპროტესტო აქციებს მართავს. აქციებში, ძირითადად, ერაყელ შიიტთა ლიდერის, მუხთად ას-სადრის მომხრეები მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები