მალაიზური „ბოინგის“ მგზავრების ნათესავები რუსეთისგან და პუტინისგან 330 მილიონ დოლარს ითხოვენ

უკრაინაში 2014 წელს ჩამოგდებული მალაიზიური „ბოინგის“ მგზავრების ნათესავები რუსეთისგან და, პირადად, პრეზიდენტ პუტინისგან მორალური ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციის სახით 330 აშშ დოლარს ითხოვენ. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
შესაბამისი სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში ავსტრალიურმა იურიდიულმა კომპანიამ შეიტანა.
სარჩელს დაღუპული მგზავრების 33 ნათესავი აწერს ხელს. სარჩელში ავსტრალიელი იურისტები წერენ, რომ რუსეთმა ყველაფერი გააკეთა, რათა ტრაგედიაში საკუთარი მონაწილეობა დაემალა. რუსეთის ხელისუფლებამ საკუთარი შიდა გამოძიება არ ჩაატარა და ჰოლანდიის ხელისუფლებასთან თვითმფრინავის კაბინის რეკონსტრუქციაში თანაშრომლობაზე უარი განაცხადა. გარდა ამისა, რუსეთის ჯაშუშები ნიდერლანდების უშიშროების საბჭოს კომპიუტერული სისტემის გატეხვას ცდილობდნენ, რათა იქიდან ტრაგედიის მიზეზების ანგარიში მის გამოქვეყნებამდე ადრე ენახათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები